სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13 დან 18 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 გრადუსი იქნება. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება.
