მამარდაშვილის 3 მოგერიება „რეალთან“
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსია“-„რეალის“ მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. კარგი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. ფრეს მიუხედავად თამაშს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის ბოლო წუთზე ჯუდ ბელინგემმა ქართველი მეკარის კარში გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა თამაში გოლის გასვლამდე 1 წამით ადრე დაასრულა. შედაბამისად ბურთი არ ჩაითვალა. ამ ფაქტს ფეხბურთელებში ჩხუბი მოჰყვა. ბელინგემმა წითელი ბარათიც მიიღო. საერთო ჯამში მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია.