GFC 26
თბილისის სპორტის სასახლეში GFC 26 გაიმართა. ღონისძიებაზე 9 ბრძოლა შედგა და ყველა დაპირისპირებაში ქართველებმა გაიმარჯვეს. წლის პირველ ივენთზე მთავარი ბრძოლა მიხეილ საჟინიანსა და კრისტიან ტორესს შორის გაიმართა და მიხეილმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. მან კარიერაში მე-13 ბრძოლა მოიგო და GFC-ის ქამარი საქართველოში დატოვა. გოგონების ერთადერთ დაპირისპირებაში კი სოფიო ბაღიშვილმა მეტოქეს ტექნიკური ნოკაუტით აჯობა და მე-10 მოგება მიითვალა. ღონისძიება საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.
