ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ კოკუსში გაიმარჯვა
დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ კოკუსში გაიმარჯვა. ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა იოლად მოიპოვა სამ შტატში და ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი დაამარცხა. ტრამპმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ. 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში შემდეგი კვირა გადამწყვეტი იქნება. 5 მარტს ე.წ სუპერ სამშაბათი გაიმართება, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატს ერთდროულად 15 შტატში აირჩევენ.