პროტესტი ისრაელში
ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში კი საპროტესტი გამოსვლები არ წყდება. დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობას „ჰამასთან“ მიმდინარე ომის არასათანადოდ მართვაში დასდეს ბრალი და ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130-ზე მეტი ისრაელელის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციამ აქციის 7 მონაწილე დააკავა.
