ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში
შეერთებულმა შტატებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა დაიწყო, ტვირთის პირველი პარტია ანკლავში ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან პარაშუტებით ჩაყარეს. გავრცელებული ცნობით, დახმარება 30 ათას ულუფა საკვებს მოიცვს. ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გადაწყვეტლება შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების დროს გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ღაზის სექტორში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების კოლონას დაედევნენ. ინციდენტის დროს დაშავდა 700-ზე მეტი ადამიანი. დასავლელი ლიდერები და ევროკავშირი ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. მომხდარში ისრაელი და „ჰამასი“ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
