მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის. ცნობას ამერიკული მედია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს და აღიშნავს, რომ წინადადების მეორე ფაზა ამ 6 კვირის განმავლობაში იქნება შემუშავებული, „რათა რამე უფრო მყარი შეიქმნას“. წყაროს ცნობით, არსებობს „ჩარჩო შეთანხმება“, რომელსაც ისრაელი მეტ-ნაკლებად დათანხმდა. დაჯგუფება ღაზის სექტორში ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს და შეიარაღებული დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავცელებს.
