საქართველო სათავგადასავლო ტურიზმის გამოფენაზე
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქში, სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართვლოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ. ითქვა, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.