უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთიდან დევნილი ქალებისთვის
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ 100-მდე ქალბატონს სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისათვის საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდა. ასევე გამოვლინდა დამატებით სხვა კვლევების საჭიროებები, რომელთა დაფინანსებას ბენეფიციარები სამინისტროში მოქმედი პროგრამების ფარგლებში შეძლებენ.
