ინფრასტრუქტურული სამუშაოები
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და ეზოების შესასვლელების კეთილმოწყობა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო სამოძრაო ზოლების მოწესრიგება და საავტომობილო გზის დახაზვა. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
