ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო რეგულირება
ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას არ აპირებს. ყოფილი ბანკირები კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას, ამ საკითხის მათთვის არააქტუალობის გამო არ გეგმავენ. „ლელო“ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ანტიპროპაგანდისტულს იდეას იზიარებს დემოკრატიულობას უწუნებს. „გირჩს“ კი ქართული კანონდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა სურს. ოპონენტების საპასუხოდ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ვინმეს უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირდება.