ირაკლი კობახიძის განცხადება
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. პრემიერ-მინისტრი ამ თარიღს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. სოხუმის მერმა გურამ გაბისკირიამ 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ქალაქი არ დატოვა და ის ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით კი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს
