ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ინიციატივა
„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვა“ - ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის ავტორიც მმართველი ძალაა და მისი საკანონმდებლო ფორმის ჩამოსაყალიბებლად ქართული ოცნება ყველა პოლიტიკურ ძალას ორკვირიანი მსჯელობისთვის იწვევს. ინიციატივის მოტივი, როგორც უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, ლგბტ საკითხებთან დაკავშირებული პროპაგანდისგან დაზღვევა და არა ვინმეს უფლების შეზღუდვაა. მამუკა მდინარაძემ ამ თემის წარდგენისას მზარდი სტატისტიკაც მოიყვანა, რაც საკითხის წინ წამოწევას საფუძვლად დაედო. მართალია, ამ ინიციტივის ჯერ ჩანასახიც არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი მთავარი განმარტება, რომ პრინციპი, ამოსავალი და სახლემძღვანელო კონსტიტუციის მეორე თავი უნდა იყოს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ითვალისწინებს, განურჩევლად რასისა, სქესისა თუ წარმომავლობისა. „ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა“ - თქვა მამუკა მდინარაძემ და იქვე დასძინა, რომ ამ საკითხს ოქროს შუალედის დაცვა და ამავე დროს პროპაგანდასთან გამკლავება სჭირდება. ქართულმა ოცნებამ სადისკუსიო სივრცე გახსნა, თუმცა ოპონენტები ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ფრაზებით იფარგლებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქარის წისქვილებს ებრძვის. ამ თემას დღეს მმართველი პარტიის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციას, აზრის დაფიქსირებისკენ
