„ქართული ოცნების“ შეხვედრა პარტიულ აქტივთან
„ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს - მმართველი ძალისთვის ეს ცალსახა მოცემულობაა. ახლა საუბარია დამაჯერებელ მოგებაზე, რომელიც ოცნებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრვალესობას კიდევ ერთხელ მოუტანს. ასეთი ფორმულა დაისახა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც მიზნისკენ მისასვლელ გზას რეგიონებიდან შეუდგა. სწორედ რეგიონებიდან, კერძოდ კი აჭარიდან დაიწყო საარჩევნო გეგმებისა და მობილიზაციის განხორციელება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ასეთი სახის შეხვედრები ყველა რეგიონში დააანონსა. დღეს პარტიის აღმასრულებელ მდივანთან და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად ბათუმში შეხვედრა გაიმართა, სადაც საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება განიხილეს
