მასწავლებლების ეროვნული ჯილდო
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონსურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონსურსის დეტალებზე მასწავლებელთა კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიებაზე შეკრებილ პედაგოგებს კონკურსის პირობები, კამპანიის ეტაპები და ფინალური ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით კონკურსი წელს მერვედ ტარდება. კონფერენციაზე ახალი ინიციატივაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების კოალიციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში „ლიბერთი“ ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი
