თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
