საქართველო VS რუმინეთი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაშამდე მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე გასართობი ღონისძიება და კონცერტი გაიმართება. ფინალის საგზურის გარდა კი ამ შეხვედრაში ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება, რომელიც ქართველებს ჩვიდმეტჯერ, რუმინელებს კი ექვსჯერ აქვთ მოგებული. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ