სომხეთი - თურქეთი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ანკარა და ერევანი მზად არიან სრულფასოვანი დარეგულირების მისაღწევად. მირზოიანმა და ფიდანმა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზეც იმსჯელეს
