ლავროვის განცხადება
დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის გზით მიდის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, კიშინევმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება. 28 თებერვალს, დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების ორგანიზებით, დეპუტატთა ე.წ. ყრილობამ რუსეთს დახმარებისთვის მიმართა მოლდოვის ხელისუფლების მიერ ეკონომიკური ბლოკადის გამო
