პუტინის ბრძანება
კრემლის ლიდერმა განკარგულება გასცა 2024 წელს რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სწავლებაზე გამოძახების შესახებ. პუტინის ბრძანებით, რეზერვისტები წვრთნას გაივლიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნულ გვარდიაში, სახელმწიფო უშიშროებისა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში. რუსეთის მთავრობასა და რეგიონულ ხელმძღვანელებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეების გაწვევასა და წვრთნის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
