უნგრეთის უარი უკრაინას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა უარი თქვა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრეა და შესაბამისად, თანხა არა უკრაინაში, არამედ ჩადიში უსაფრთხოების მხარდასაჭერად გაიგზავნება
