„ფიგაროს“ სტატია მაკრონზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების ლიდერები უკრაინის თემაზე სასაუბროდ მიიწვია. გამოცემა „ფიგაროს“ ინფორმაციით, შეხვედრა 7 მარტს ელისეის სასახლეში გაიმართება და მასზე მთავარი თემა უკრაინაში ჯარების გაგზავნა იქნება. გამოცემა „მონდის“ ინფორმაციით კი მაკრონი განიხილავს შესაძლებლობას, ნება დართოს სპეცრაზმს და სხვა სამხედრო ნაწილებს, გადაკვეთონ უკრაინის საზღვარი, რათა რუსეთის ფედერაციას სტრატეგიული დილემა შეუქმნას. 2 დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს, რასაც მოკავშირე ქვეყნების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. მათმა უმრავლესობამ უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა
