ახალგაზრდული ცენტრი დუშეთში
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, კარიერული კონსულტაციების გზით სოციალური სერვისების დანერგვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა - დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირველი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი და მას ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ახალგაზრდობისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, შეიძინეს შესაბამისად აღჭურვილი მობილური სივრცე - ავტობუსი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს
