საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები
საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ახალი 6 კილომეტრიანი გზა სოფელ ყული შკარს ორ სოფელთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. აღინიშნა,რომ არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა, გრუნტის გზა კი ავარიული იყო და გადაადგილების დროს მოსახლოებას პრობლემას უქმნიდა
