ეკონომიკური რეფორმების პროგრამის პირველადი დოკუმენტი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში ევროკომისიას წარუდგინა 2024-26 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისთვის. სწორედ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები იქნა განხილული ევროკომისიის ექსპერტების მიერ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე
