ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო რეგულაცია
საპარლამენტო უმრავლესობა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას, კანონის ძალით გეგმავს. თუმცა, აქვე ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ვინმეს უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. ოპოზიციაში ჯერ კიდევ არ იციან ჩერთვებიან თუ არა განხილვებში. ისინი კვლავ არ აფიქსირებენ მხარდაჭერას ანტიპროპაგანდისტული ინიციატივის მიმართ. კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს” უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირდება