ირაკლი კობახიძის განცხადება
2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მთავრობის მეთაურის თქმით, გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. გურამ გაბისკირია 1992 წლიდან სოხუმის მერი იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს კი უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და ტყვედ აიყვანეს. ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს
