„ქართული ოცნება“ პარტიულ აქტივთან შეხვედრებს იწყებს
შეხვედრები 10 რეგიონში ასი დღის განმავლობაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივთან შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა დღეს, 13 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან
