ზურაბიშვილი პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ
ანტისახელმწიფოებრივი და გამაოგნებელი გზავნილები - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სალომე ზურაბიშვილის ჩეთემ ჰაუსში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პატრიარქის სისუსტეზე ისაუბრა და თქვა, რომ იმედი აქვს , ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.
