ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს ფრონტის ხაზზე, 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. კუპიანსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა მტრის იერიშები წარმატებით მოიგერიეს. ყველაზე რთული ვითარებაა ავდეევკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც ოკუპანტი უკრაინულ პოზიციებს ინტენსიურად უტევს. პოზიციური ბრძოლები გრძელდება ბახმუტის შემოგარენში.
