უმაღლესი განათლების რეფორმა
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. მინისტრის განმარტებით, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა. ასევე დაგეგმილია ცვლილებები მაგისტრატურის მიმართულებით, 2 წლიანი სწავლების ნაცვლად სტუნდენტს შეეძლება სურვილისამებრ მაგისტრატურა 1 წელიწადში გაიაროს , თუმცა ამ შემთზვევაში მას დოქტურანტურის გაგრძელება აღარ შეეძლება
