პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
დაკავებულია 63 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა შურისძიების მოტივით, მასთან პირად ურთიერთობაში მყოფი ქალის ოჯახის წევრებს ინტიმური შინაარსის მასალა გადაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გახსნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელიც ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ფარულად, მობილური ტელეფონით დაზარალებულს სურათებს უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
