ლიდერი მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასების "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. ორგანიზაციამ კვლევის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში გამართა, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
