ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ე.წ. ხანმოკლე დაფინანსების პროექტი დაამტკიცა
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ე.წ. ხანმოკლე დაფინანსების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ფედერალურ მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს. გადაწყვეტილებას მხარი პალატის 320-მა წევრმა დაუჭირა, 99-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
