ღაზაში 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა
ღაზის სექტორში მომხდარი ინციდენტი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს გაართულებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. მანამდე ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტში შეკრებილ პალესტინელებს ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.
