გერმანიის კანცლერი ასახელებს მიზეზს, თუ რატომ არ სურს უკრაინისთვის „ტაურუსის“რაკეტების გადაცემა
გერმანიის კანცლერი ასახელებს მიზეზს, თუ რატომ არ სურს უკრაინისთვის „ტაურუსის“რაკეტების გადაცემა. ოლაფ შოლცის თქმით, „ტაურუსის“ მოქმედების მანძილი 500 კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არასწორი გაშვების შემთხვევაში ის შესაძლოა სამიზნეს მოსკოვშიც მოხვდეს. კანცლერის განმარტებით, უკრაინისთვის „ტაურუსების“ მიწოდების შემთხვევაში გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში, რაც გამორიცხულია.
