მაკრონი: ყველა ჩემი კომენტარი უკრაინა-რუსეთის ომზე ნაფიქრი და გააზრებულია
ყველა ჩემი კომენტარი უკრაინა-რუსეთის ომზე ნაფიქრი და გააზრებულია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. 27 თებერვალს საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, რასაც მოკავშირე ქვეყნების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხა.
