ნავალნის დღეს დაკრძალავენ
მოსკოვში ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან. ოპოზიციონერს დღეს ბორისოვოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ. ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.
