ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც შესაძლებელია, განპირობებული იყოს სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
