რუსთავის მერის და დაპლომატების შეხვედრა
დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები, ნატოს საკონტაქტო საელჩოების კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერს შეხვდნენ. ნინო ლაცაბიძემ მათ რუსთავის განვითარების გეგმა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. დიპლომატები მერთან ერთად რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებსაც შეხვდნენ.
