ზოგადი განათლების სისტემა
როგორია განათლების ეროვნული მიზნების განახლებული პროექტი. დოკუმენტის შესახებ , რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდა, განათლების მინისტრმა ისაუბრა. გიორგი ამილახვარის თქმით, დოკუმენტით გათვალისწინებულია პატრიოტული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება. მინისტრმა, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს მოუწოდა, გააცნონ თავიანთი რეკომენდაციები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ პროექტის დახვეწა.
