პერსონალურ მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციის მონაწილეებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე.
