პრემიერი ინდოეთის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ინდოეთის ელჩს უმასპინძლა. აღინიშნა ინდოეთის გადაწყვეტილება თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენის დაწყების მნიშვნელობა. პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ინდოეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის
