პრემიერი ისრაელის ელჩს შეხვდა
ისტორიული მეგობრობა და მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა- პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. საქართველო მიესალმება მომავალ წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმის გამო
