საცხოვრებელი ფართების დაკანონება
თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კახა კალაძემ დღეს კიდევ 40 ოჯახს გადასცა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლებია ვერ იკანონებდნენ. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 3 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, მათი განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს
