უცხოური ფული ოპოზიციაში
მესამე სექტორის გავლით, უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს საუბარი არ სურს, ნაწილი კი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ოპოზიციურ პარტიებს არასამთავრობო ორგანიზაციები აქვთ შექმნილი, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია. ოპოზიციაში ამ თემაზე საუბარს ისევ თავს არიდებენ, მაგრამ არასამთვრობო ორგანიზაციებთან კავშირებს არ მალავენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ წევრები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება და ეს ყველაფერი ქართული კანონმდებლობის დარღვევაა
