საქართველო ევროპარლამენტის რეზოლუციაში
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია, რომელიც საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის შესახებ მომზადდა, საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მოსკოვს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ევროკავშირს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები - იძულებით შეცვალოს ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრები - სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტრასბურგში გამართული შეხვედრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპარლამენტის ერთგულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მიმართ
