ჯო ბაიდენის გეგმური სამედიცინო შემოწმება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმური სამედიცინო შემოწმება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. 81 წლის ჯო ბაიდენის ექიმის დასკვნის თანახმად, პრეზიდენტს ჯანმრთელობის ახალი პრობლემები არ აღენიშნება. იგი ფიზიკურად აქტიურია და წარმატებით შეუძლია სამუშაო ვალდებულებების შესრულება. ამერიკულ მედიაში ჯო ბაიდენის მეხსიერების პრობლემებთან დაკავშირებული სპეკულაციების ფონზე, მისმა ექიმმა განმარტა, რომ პრეზიდენტისთვის კოგნიტური ტესტის ჩატარება საჭირო არ გახდა.
