საქართველო ევროპარლამენტის რეზოლუციაში
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია, რომელიც საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის შესახებ მომზადდა, საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს და მოსკოვს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს ევროკავშირს და ამბობს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები - იძულებით შეცვალოს ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრები - სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.
