საქართველოში პირველად ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება
საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. ღონისძებაში 15 ქვეყნის 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი,“ საქართვლოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. ფრირაიდის მსოფლიო ტური ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.